ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ასამდე ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს

ნახვები: 541 უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ასამდე ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს

„ენგელსის“ აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა საჰაერო ბაზირების 96 ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განმარტებით, ეს მოხდა მეორადი დეტონაციის შედეგად.

„აღნიშნული გამანადგურებელი საშუალებები განკუთვნილი იყო მიმდინარე წლის მარტ-აპრილში სამი სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, დარტყმების შედეგად საავიაციო საწვავის შესანახ ობიექტებზე განადგურდა მნიშვნელოვანი რეზერვები, რაც უარყოფითად აისახება რუსების უნარზე, მხარი დაუჭირონ საბრძოლო მოქმედებებს.

ცნობისთვის, უკრაინელებმა რუსების ენგელსის აეროდრომს დრონებით 20 მარტს შეუტიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა