ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

ემანუელ მაკრონი - „მსურველთა კოალიციის“ სამიტი ხუთშაბათს პარიზში გაიმართება

ნახვები: 502 ემანუელ მაკრონი - „მსურველთა კოალიციის“ სამიტი ხუთშაბათს პარიზში გაიმართება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ სამიტი, რომელზეც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ, მომავალი კვირის ხუთშაბათს პარიზში გაიმართება.

BFMTV-ის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს აშშ-უკრაინის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ამ მხრივ, რუსეთის ნაწილობრივი, ძალიან იმედგაცრუებული პასუხი, იმედი მაქვს, მხოლოდ დროებითი უარია”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ამ პასუხმა ცხადი გახადა, რომ „რუსეთს ამ ეტაპზე გულწრფელად არ სურს ეს მშვიდობა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა