ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებას იყენებენ – პროკურატურა სამივე დაკავებულის პატიმრობას მოითხოვს
Reuters: უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა
ევროპული საბჭო: ევროკავშირში გაწევრიანება კანდიდატი ქვეყნების ინდივიდუალურ პროგრესსა და რეფორმებზე იქნება დამოკიდებული
ზელენსკი ტუსკთან შეხვედრაზე: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელებაში დაეხმარება
ზელენსკი: საფრანგეთთან შეთანხმებით, ოქტომბერში უკრაინის საბრძოლო ავიაციის გასაძლიერებლად ახალ პაკეტებს მივიღებთ
ტრამპი: ზელენსკისთან საქმის დაჭერა არ მსურს, მას რუსეთთან მოლაპარაკება არ უნდა
იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება

მარკო რუბიო - უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება გონივრულ ვადაში აიძულონ რუსები, დაიხიონ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ

ნახვები: 524 მარკო რუბიო - უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება გონივრულ ვადაში აიძულონ რუსები, დაიხიონ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ

უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება, რომ რუსებს უკან დახევა აიძულონ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ამ სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს მთელი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლიათ და ცხადია, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება გონივრულ ვადაში რუსებს იქ უკან დახევა აიძულონ, სადაც 2014 წელს იყვნენ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად ან მისი დროებითი პაუზისთვის უკრაინასა და რუსეთს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.

ამასთან, რუბიოს განცხადებით, აშშ რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ რუსებს სამხედრო დახმარებას არ გავუწევთ“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ხვალ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ მას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი შეუერთდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა