ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებას იყენებენ – პროკურატურა სამივე დაკავებულის პატიმრობას მოითხოვს
Reuters: უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა
ევროპული საბჭო: ევროკავშირში გაწევრიანება კანდიდატი ქვეყნების ინდივიდუალურ პროგრესსა და რეფორმებზე იქნება დამოკიდებული
ზელენსკი ტუსკთან შეხვედრაზე: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელებაში დაეხმარება
ზელენსკი: საფრანგეთთან შეთანხმებით, ოქტომბერში უკრაინის საბრძოლო ავიაციის გასაძლიერებლად ახალ პაკეტებს მივიღებთ
ტრამპი: ზელენსკისთან საქმის დაჭერა არ მსურს, მას რუსეთთან მოლაპარაკება არ უნდა
იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ

ნახვები: 490 თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ

თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას უფრო მასშტაბურ ფორმებში გეგმავენ.

როგორც აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე სტუდენტების აქცია ილიაუნის შენობის წინ გადაინაცვლებს და პროტესტი იქ გაგრძელება.

პლატფორმა "ქართული განათლება საფრთხეშია" მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გააუქმოს სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 11 მარტს, 11:00 საათზე, ისევ შეიკრიბებიან უნივერსიტეტის წინ და აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ, სტატუსშეჩერებული სტუდენტების სოლიდარობისთვის შემოუერთდნენ მათ და ერთად გააგრძელონ ბრძოლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა