ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

''პროტესტი უნდა იყოს, როგორც დღისით ასევე ღამე'' - აქცია რუსთაველის გამზირზე

ნახვები: 553 ''პროტესტი უნდა იყოს, როგორც დღისით ასევე ღამე'' - აქცია რუსთაველის გამზირზე

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ.

დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს. ისინი ასევე პარლამენტთან აღმართულ ჯებირზე აბრახუნებენ და ამით ცდილობენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას.

ხუთ საათზე სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან  რუსთველის გამზირისკენ მსვლელობით დაიძვრებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი უნდა გახდეს 24- საათიანი. მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

 

"პროტესტი უნდა გახდეს, 24- საათიანი. უნდა იყოს, როგორც დღისით ასევე ღამე. მიზანი იმისა, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებსა და ვითხოვთ  უსამართლოდ დაჭრილი ჩვენი მეგობრების გათავისუფლებას. იმის მაგივრად, რომ შეგვშინებოდა და სახლებში დავრჩენილიყავით. პირიქით დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ხალხი გამოდის გასაპროტესტებლად'',- ამბობს აქციის მონაწილე.

უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, რეჟიმი უნდა შეიცვალოს, არ უნდა გვარბიონ, არ უნდა გვცემონ, წიხლები არ უნდა გვირტყან რუსული კანონები უნდა გაიწვიონ და დაიცვან ადამიანის უფლებები. ჩვენი პროტესტი არის გულწრფელი და ნამდვილი'', - ამბობს აქციის მონაწილე. 

 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა