ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაშვებული შეცდომა გამოვასწოროთ-ჰერმან საბო

ნახვები: 534 მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაშვებული შეცდომა გამოვასწოროთ-ჰერმან საბო

„გირჩის" წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, გაუხარდება, თუ ბადრი ჯაფარიძე შუალედური არჩევნებით პარლამენტში დაბრუნდება.

ამასთან, ჰერმან საბოს თქმით, უკეთესი იქნებოდა, ჯაფარიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის თაობაზე განცხადება ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გაკეთებულიყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაშვებული ადამიანური და იურიდიული შეცდომა გამოვასწოროთ. გამიხარდება, თუ ბადრი ჯაფარიძე შუალედური არჩევნებით პარლამენტში დაბრუნდება. უკეთესი იქნებოდა, მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის თაობაზე განცხადება ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გაკეთებულიყო, მაგრამ ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელსაც ასე მოქცნენ, ასეთ რაღაცებს ვერ მოსთხოვ. როგორც ჩანს, ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს და მას საკმაოდ კარგი შანსები აქვს იმის ფონზე, რომ ადამიანები მორალურად ხვდებიან, რომ პარლამენტიდან გასაშვები არ იყო. რუსთავი მეტ-ნაკლებად ოპოზიციური ქალაქია და ბადრი ჯაფარიძის შანსები ოპტიმისტურია", - განუცხადა ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა