Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

პრემიერი - „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები

11.10.2024 ნახვები: 475

ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში.

„რეალურად სათქმელი არაფერი არ აქვთ, მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, იმ განცხადებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალს“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებისგან შედგება, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი ძალიან მარტივად იცის. მათ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან აქვთ. წარმოადგენდნენ, როგორც სახეები წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის პირდაპირ მაშინდელ ხელისუფლებას არ წარმოადგენდა, ამიტომ შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შევიდეს, თუმცა ყველას მინდა შევახსენო, რომ ის პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის საქმეები, რომელიც უკავშირდება კომპანია „მაგნატს“, „ელიტ ელექტრონიქსს“, „კონსტანტას“. ღამე კომპანიების წილების გადაფორმება, ამ ყველაფერში ჩართული იყო, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ადამიანი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საზოგადოებას უნდა შევახსენოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები.

„რაც შეეხება გახარიას, მე მინდა მისი ქმედებები შეგახსენოთ, რაც მამუკა მდინარაძემ გაიხსენა. ის მიზანმიმართულად, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ყველა შესაბამისი მოქმედება, რასაც ის ახორციელებდა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ეს მისი დავალება იყო, ის როგორც უცხოელი აგენტი ისე მოქმედებდა, დავალებებს იღებდა და ეს დავალებები ემსახურებოდა ამ მიზანს - სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამას უკავშირდებოდა ის რაც პანკისში, მესტიაში, ბასიანში, 20 ივნისს მოხდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩორჩანას ამბავს და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდა, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ არცერთ ტელევიზიას. რატომ? - მარტივად, გადაეფარნენ გახარიას, რომელიც ზუსტად იგივე ხალხისგან იმართება, რომლებისაგანაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები იმართება, ესენი არიან უცხოელი პატრონები“, - განაცხადა კობაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ხაზარაძე და გახარია უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მოლარე და წართმეული ბიზნესების დამპატრონებელი იყო. „როცა „კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება ხაზარაძეზე ხდებოდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა