რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება

ნახვები: 524 ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფი და აღრიცხვაზე დამდგარი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქალაქში 7 დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნება 7 ქალაქში - ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში.

„არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობას ყველა აღნიშნულ 7 ლოკაციაზე დაემატება თითო-თითო საარჩევნო უბანი, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ დროულად განხორციელდეს კომისიების დაკომპლექტება აღნიშნულ ლოკაციებზე კენჭისყრის დღის ადმინისტრირების მიზნით, რისთვისაც 2 დღის ვადა აქვთ დაინტერესებულ პირებს მიმართონ კომისიას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 3 დღის ვადაში ექნებათ შესაბამის უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, დანიშნონ აღნიშნულ უბნებზე თავიანთი წევრები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სხვადასხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა