რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

მიხაილ როთი - ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია

ნახვები: 532 მიხაილ როთი - ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უცხადებს.

„მადლობა ჩვენო კოლეგებო „შუქნიშნიდან“ და CDU/CSU კოალიციიდან დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საქართველოსადმი მკაფიო ერთგულებისთვის. ქართველო ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია, დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. აქვე ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა