ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

რომან გოცირიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის

ნახვები: 533 რომან გოცირიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის

ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის - სანქციები ვერ ასცდება, გააჩნია რა სიმძიმის იქნება იგი, მის გარემოცვასაც შავი დღე ელის , - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე არჩევნებს გააყალბებს, ის მსოფლიოში „დევნილი იქნება“ და ფინანსურ სამყაროს მოსწყდება.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, "თუ ბიძინა ივანიშვილი საღ გონებას მოუხმობს და მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას, რაც ობიექტურად გარდაუვალია, შეიძლება ნაწილობრივ დაინდონ".

"ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის. გააყალბებს არჩევნებს - მსოფლიოში დევნილი იქნება და მოწყდება ფინანსურ სამყაროს. მისი ყველა აქცია დასავლური კომპანიებისა. მათ საბანკო მომსახურება სჭირდება. ვერც გაყიდის და დივიდენდსაც ვერ მიიღებს, რადგან საბანკო ანგარიშები გაეყინება. მის გარემოცვასაც შავი დღე ელის. თუ საღ გონებას მოუხმობს და მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას, რაც გარდაუვალია ობიექტურად, შეიძლება ნაწილობრივ დაინდონ. სანქციები ვერ ასცდება, გააჩნია რა სიმძიმის იქნება იგი.

ის, რაც ივანიშვილისათვის პრივილეგია იყო, ახლა სერიოზულ პრობლემად იქცა - საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს ქვეყანა ძალიან მკაცრია შავ ფულთან დაკავშირებით. როგორ მიიღო მოქალაქეობა, როგორ შეიძინა დიდძალი უძრავი ქონება ამ ქვეყანაში, რატომ უთხრის ძირს მისი მოქალაქე სხვა ქვეყნის დემოკრატიას, ეს და მრავალი სხვა საკითხი ამოტივტივდება. გავიხსენოთ "ტელეგრამის" მეპატრონის, პაველ დუროვის სულ ახლახან დაკავების ამბავი პირდაპირ თვითმფრინავში, პარიზში. არც კი აპირებდა იქ გაჩერებას. როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, პირდაპირ იზოლატორში უკრეს თავი. ახლაც შინაპატიმრობაში. არაბთა გაერთიანებული ემირატების გარდა საფრანგეთის მოქალაქეობაც მოინდომა და ნანობს ახლა. ივანიშვილის ბედი მის ხელთაა და ეს უნდა გააცნობიეროს", - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა