ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

ანდრეი ერმაკი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

ნახვები: 511 ანდრეი ერმაკი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ ბილბორდებმა და სარეკლამო ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ.

„ვნახე ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდებმა და სარეკლამო ვიდეორგოლმა „გააშიშვლა სიმართლე უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ“.

მისი შეფასებით, კონკრეტული სუბიექტები წუხან „ქართული ოცნების“ ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით - ისინი 2.5 წლის განმავლობაში „წარმატებით ახერხებდნენ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა