ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას ქარიშხალ „მილტონთან“ დაკავშირებით მიმართა

ნახვები: 529 ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას ქარიშხალ „მილტონთან“ დაკავშირებით მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა.

ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი „მილტონი“ მესამე კატეგორიით ფასდება, ხალხმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ სინოპტიკოსებმა „მილტონს“ მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს.

„არავინ უნდა დაიბნეს. კვლავ მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი, რომელიც გასული საუკუნის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ფლორიდაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფლორიდის მოსახლეობას, რომ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას.

„ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე მილით გადაადგილება შეიძლება იყოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ფლორიდას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება. მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ფლორიდის რომელი ნაწილისთვის იქნება „მილტონი“ ყველაზე დამანგრეველი, ეს ჯერ არ იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ფლორიდის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპას დაატყდება. ქარიშხალ მილტონის სიძლიერე გუშინდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ მისი კატასტროფული შედეგები გაცილებით დიდ ტერიტორიაზე იქნება საგრძნობი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა