ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატი ხელოვნური ინტელექტის ორი პიონერი გახდა

ნახვები: 464 ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატი ხელოვნური ინტელექტის ორი პიონერი გახდა

ხელოვნური ინტელექტის ორმა პიონერმა, ჯონ ჰოპფილდმა და ჯეფრი ჰინტონმა, ფიზიკაში ნობელის პრემია მოიპოვეს. ერთ-ერთი გამარჯვებულის თქმით, მათი აღმოჩენები და გამოგონებები, ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებით მანქანების სწავლის სფეროში, რევოლუციურია ჩვენს მუშაობასა და ცხოვრებაში, მაგრამ ეს ასევე ქმნის ახალ საფრთხეებს კაცობრიობისთვის.

ჰინტონი, რომელიც ცნობილია, როგორც ხელოვნური ინტელექტის ნათლია, კანადისა და ბრიტანეთის მოქალაქეა და ტორონტოს უნივერსიტეტში მუშაობს, ხოლო ჰოპფილდი ამერიკელია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობს.

„ფიზიკაში წლევანდელი ნობელის პრემიის ორმა გამარჯვებულმა გამოიყენა ფიზიკის ინსტრუმენტები, რათა შეემუშავებინათ თანამედროვე, ძლიერი მანქანათმცოდნეობის საფუძველი“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

ჰინტონმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ცივილიზაციაზე „უზარმაზარ გავლენას“ მოახდენს, რაც პროდუქტიულობასა და ჯანდაცვას გააუმჯობესებს. ”ეს შედარებული იქნებოდა ინდუსტრიულ რევოლუციასთან”, - თქვა მან ჟურნალისტებთან და შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ პირებთან ღია საუბრისას.

7 ოქტომბერს, შვედეთის ნობელის კომიტეტმა, მედიცინის დარგში გამარჯვებულები გამოაცხადა. გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ორი ამერიკელი, ვიქტორ ამბროსი და გარი რავკანი არიან. მათ ნობელის პრემია მიკრო რიბონუკლეინმჟავის (რნმ) აღმოჩენისთვის მიენიჭათ. ეს ერთგვარი გენეტიკური მასალაა, რომელიც გავლენას ბევრი გენის მუშაობაზე მოლეკულურ დონეზე ახდენს. ვიქტორ ამბროსი ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობდა, როცა აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა.

ნობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა მილიონი დოლარითაა განსაზღვრული. გამარჯვებულებს პრიზს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელს ატარებს და სამეცნიერო, ეკონომიკის და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

9 ოქტომბერს გამოცხადდება გამარჯვებული ქიმიაში, 10 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 11 ოქტომბერს - მშვიდობის დარგში და ბოლოს, 14 ოქტომბერს - ეკონომიკაში.

ამერიკის ხმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა