ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა, მისი შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელიც

ნახვები: 502 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა, მისი შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელიც

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელმა გასული კვირის ხუთშაბათს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჰაშემ საფიედინის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც, სავარაუდოდ, „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა.

„ისრაელმა შეამცირა ჰეზბოლას შესაძლებლობები : გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის თავად ნასრალა, ნასრალას შემცვლელი და მისი შემცვლელიც. დღეს ჰეზბოლა იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში ყოფილა,” - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუს არ დაუსახელებია ჰასან ნასრალას არცერთი მემკვიდრის სახელი, რომელი, მისი თქმით, ისრაელმა გაანადგურა, თუმცა „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას მემკვიდრედ ჰაშემ საფიედინი განიხილებოდა.

ისრაელმა ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია 27 სექტემბერს ბეირუთზე ავიაიერიშის დროს განახორციელა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს მეთაური ჰაშემ საფიედინი დაიღუპა, რომელიც ჯგუფის პოლიტიკურ საქმეებს ზედამხედველობდა და ნასრალას მემკვიდრედ მოიაზრებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა