ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

რაფაელ გლუკსმანი - „ქართული ოცნება“ ერს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება

ნახვები: 500 რაფაელ გლუკსმანი - „ქართული ოცნება“ ერს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება

მკაფიოდ უნდა ვთქვათ: შეუძლებელია კრემლთან საქმის დაჭერა და ამასთან ევროპასთან მიახლოვება,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება.

„ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს, ქუჩებში, სკვერებში, ახალგაზრდები აფრიალებენ ევროპულ დროშებს, ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ. ქართველი დემოკრატები გვიყურებენ. ისინი ჩვენგან უფრო მეტ სიმტკიცეს ელიან ქვეყნის ოლიგარქების პირისპირ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას. მკაფიოდ უნდა ვთქვათ: შეუძლებელია კრემლთან საქმის დაჭერა და ამასთან ევროპასთან მიახლოვება, შეუძლებელია თავისუფლების საწინააღმდეგო კანონების ხელშეწყობა და ევროპასთან მიახლოვება, შეუძლებელია დააპატიმრო სააკაშვილი განუსაზღვრელი ვადით და თან ევროპას მიუახლოვდე. „ქართული ოცნება“ ერს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება. ევროპას სჭირდება, მისი ხმა გაიგონ და დადგეს ახლოს მის მოკავშირეებთან, ქართველ დემოკრატებთან“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა