ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

გერმანიის ელჩი - EU ჩვენი მშვიდობის, თავისუფლების საფუძველია, ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა

ნახვები: 538 გერმანიის ელჩი - EU ჩვენი მშვიდობის, თავისუფლების საფუძველია, ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა

გერმანიის საელჩოში გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიწვეულნი არ ყოფილან. ამის მიზეზად ელჩმა მოახლოებული არჩევნები დაასახელა.

ღონისძიება საელჩოში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ელჩის კომენტარი დღეს გავრცელდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების მნიშვნელობაზე და ამ მოვლენაში ევროკავშირის როლზე ისაუბრა. ამასთან, იგი ქართულ-გერმანულ პარტნიორობას, ასევე ხაზი გაუსმა იმას, რომ ევროკაშირში საქართველოს გაწევრიანება "ჩიხშია შესული".

"უკვე 30 წელზე მეტია პარტნიორულ ურთიერთობებს ვაშენებთ. ეს პარტნიორობა ფართო და ღრმაა, და ის ყოველთვის ეფუძნებოდა თქვენს, ქართველების სურვილზე იყოთ დემოკრატია, გქონდეთ საბაზრო ეკონომიკა და ის, რასაც ეძახით ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

გასულ წელს, აქ ვიდექი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად. მან მაღალი შეფასება მისცა ჩვენი პარტნიორობის ღირებულებასა და ხარისხს - გერმანიასთან და ევროკავშირთან. დავეთანხმე, მაგრამ გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, რომ საქართველო ხელიდან გაუშვეს თავის „rendez-vouz-ს" ევროპასთან.

რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ყველა ჩემს კოლეგა EU-ელჩთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ერთად ვიდექი სცენაზე, თავისუფლების მოედანზე - და ყველანი ძალიან გახარებულნი ვიყავით.

ო, როგორ შეიცვალა დრო.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა ქართული მთავრობის კურსის გამო. ამ კურსით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

ამ წელს შენიშნავდით: ჩვენ არ მოგვიწვია საქართველოს მთავრობის არც ერთი წევრი, არც საქართველოს პარლამენტის წევრი და არც ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

რატომ? იმიტომ, რომ გვსურს ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები - ეს არის არჩევნები ქართველებისა და ქართველებისთვის. ამასთან კავშირი არ გვაქვს.

ქართველებს: უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორი მმართველობა გინდათ და ქვეყნების რა ჯგუფს გსურთ, რომ მიეკუთვნებოდეთ. ყველაფერი თქვენზეა. არა ჩვენზე...

გერმანიის გაერთიანების დღე ეს სიხარულის დღეა. ეს აღნიშნავს მშვიდობიანი რევოლუციის წარმატებას და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში გერმანულ ერთობას - ლიბერალურ დემოკრატიას, სახელმწიფოს, რომელიც შექმნილია თითოეული ადამიანის ღირსებითა და თავისუფლებით და ევროპული ერთობის იდეა, როგორც მთავარი კონსტიტუციური პრინციპები, მოკლედ: საკმაოდ კარგი ადგილია.

ევროკავშირმა ფუნდამენტური როლი ითამაშა ჩვენი მშვიდობიანი ერთობისთვის. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად ვცხოვრობთ, რაც ცოტა წარმოუდგენელია, ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით.

ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ის არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი.

ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა.

ევროკავშირის კარი ღიაა. [...]

მაგრამ როგორ გავწევრიანდეთ ევროკავშირში? ევროკავშირში ყველა კანონმდებლობა უნდა მიიღოთ. როდესაც ამას გააკეთებთ, როდესაც ევროკავშირის კანონები გახდება კანონები აქ, წევრი გახდებით. თუ ამას არ იზამთ, წევრი არ ხართ. ძალიან მარტივი გასაგებია.

და, გთხოვთ, მერწმუნეთ: სწორედ ჩვენ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვწყვეტთ, ვინ გაწევრიანდება და როდის. კანდიდატები არ გადაწყვეტილებას არ იღებენ.

როგორც მეგობარმა, მჯერა, რომ ამ დარბაზში ბევრი ადამიანია, რომელიც დამემოწმება, რომ ყოველთვის ვმოქმედებდი, როგორც მეგობარი, უნდა გითხრათ: თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობისა და ბოლო 30 წლის პრივილეგირებული პარტნიორობა დაკარგვის რისკის ქვეშ ხართ.

თქვენ გადაწყვიტეთ.

ნება მომეცით, პირადი შეხედულება დავამატო: ნუ წარმოგიდგენიათ, რომ თუ ზურგს გვაქცევთ, დაგედევნებით და უკან დაბრუნებას შეგევედრებით.

ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ანალიზები სხვა მიმართულებით ვითარდება.

უფრო მეტი ადამიანი ხდება არაშორსმჭვრეტელი, ეგოისტური. ისინი ფიქრობენ: "პირველ რიგში ჩვენ", ან ძირითადად "მხოლოდ ჩვენ". მათ არ აღელვებთ საერთაშორისო თანამშრომლობა. მათ არ აინტერესებთ ევროკავშირის გაფართოება.

სხვა სიტყვებით: ევროკავშირში საკმარისი პრობლემებია, კიდევ ერთი არ გვჭირდება", - აღნიშნა ელჩმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა