ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

ბადრი ჯაფარიძე - ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს

ნახვები: 522 ბადრი ჯაფარიძე - ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს

პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა სამშაბათს არის დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ის თავისუფლებას არასდროს დათმობს.

„ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს. დამარცხება მწარე უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“. ის ამ მწარე მარცხს იმსახურებს. ასე რომ, დაველოდოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვას თუ რა სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ დასავლურ ოპოზიციასთან. ვფიქრობთ, ეს სხვაობა დიდი იქნება და არჩევნების დღე გვაჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა