ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

როიტერი - ირანი ალ ქუდსის“ ძალების მეთაურ, ისმაილ ყაანთან კონტაქტზე ვერ გადის

ნახვები: 486 როიტერი - ირანი ალ ქუდსის“ ძალების მეთაურ, ისმაილ ყაანთან კონტაქტზე ვერ გადის

ირანში აცხადებენ, რომ „ალ ქუდსის“ ძალების მეთაურ ისმაილ ყაანთან კონტაქტზე ვერ გადიან. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქაანი „ჰეზბოლას“ ლიდერის, ნასან ჰასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ლიბანში გაემგზავრა, თუმცა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შემდეგ მასთან კონტაქტზე ვერ გადიან.

როგორც ანონიმური წყარო ამბობს, ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის დროს ყაანი იქ იმყოფებოდა.

წყარო ამბობს, რომ „ჰეზბოლა“ და ირანი სწორედ ამ თავდასხმის შემდეგ ვერ გადიან ყაანთან კონტაქტზე.

ყაანის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო პრესსპიკერი ნადავ შოშანი ამბობს, რომ ბეირუთის სამზრეთით მიტანილი იერიშის შედეგები ჯერ კიდევ ზუსტდება.

„როდესაც გვეცოდინება დამატებითი დეტალები თავდასხმის შესახებ, ჩვენ ამას გაგიზიარებთ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუ ვინ იყო იქ და ვინ არა“, – თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა