ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებ ყველა ქართველს - წადით არჩევნებზე, მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია, საქართველოს ბედი თქვენს ხელშია

ნახვები: 490 პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებ ყველა ქართველს - წადით არჩევნებზე, მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია, საქართველოს ბედი თქვენს ხელშია

კიდევ ერთხელ მოვიწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, მომავალი არჩევნები იქნება აბსოლუტურად აუცილებელი თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს თქვენ, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, მაგრამ ჩემზეა იმის მოწოდება, რომ გითხრათ: გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვბენ, რომ მოახლოებულ, 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი და თქვენ კოლექტიურად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, რა აზრის არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა:

„ევროკავშირი არ არის საარჩევნო პროცესის ნაწილი საქართველოში. ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში. ერთმანეთს პოლიტიკური პარტიები ეჯიბრებიან და მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, როგორი მთავრობა ჩამოყალიბდება. ჩემი მხრიდან, როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველა ქართველს, წახვიდეთ და მისცეთ ხმა. ეს არის თქვენი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ეს ასევე არის თქვენი სამოქალაქო ვალი. გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა. თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენ გადაწყვეტთ, როგორი იქნება თქვენი ქვეყანა, საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა