Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

ვილი სანიოლი - როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ

ნახვები: 514 ვილი სანიოლი - როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, - ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთის სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში.

„მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა.

მოთამაშეებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგვიწევს.

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს. ვეცდებით, კიდევ მივაღწიოთ ამას! ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ჩემპიონატზე ითამაშა. იციან, მათგან ისეთივე მონდომებასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვთ. ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც მთავარია.

ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ, მაღალი მიზნებისთვის რამდენად ვიბრძოლებთ", - განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა