Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეთანხმებულია

ნახვები: 478 ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეთანხმებულია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეათანხმეს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ეს განცხადება ილჰამ ალიევმა იტალიაში, ჩერნობილის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია,

ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის, დაახლოებით, 80 პროცენტი უკვე შეათანხმეს.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ საზღვრების დელიმიტაციის პროცესს, დემარკაციასაც კი. დიახ, ეს პატარა ნაბიჯია. გამიჯნულია ცამეტკილომეტრიანი მონაკვეთი. ჩვენ გვაქვს 1000-კილომეტრიანი საზღვარი სომხეთთან. თუმცა, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის ეს ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მიგვიყვანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე“, – განაცხადა ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა