Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ კარგად ცხოვრობთ და ეს დაბალი ხელფასები სრულებით ნორმალურია

ნახვები: 497 გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ კარგად ცხოვრობთ და ეს დაბალი ხელფასები სრულებით ნორმალურია

26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, გთავაზობთ, გავაკეთოთ ეროვნული თანხმობის აქტი, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია და დაყოფა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება და ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაც გააქტიურდება.

„26 ოქტომბერს არჩევანი არის ძალიან მარტივი, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში თუ ხაზავ 41-ს, ირჩევ სიღატაკეს იზოლაციაში. „ქართული ოცნება“ გთავაზობთ დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას. ყველა მათი ლიდერი გამოდის და იმუქრება ყოველი პრეზენტაციის დროს. ეს არის ის პრობლემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში მოიტანა. ჩვენ გთავაზობთ ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას. 26 ოქტომბერს, ყველას ერთად გამარჯვების შემდეგ, გთავაზობთ, გავაკეთოთ ეროვნული თანხმობის აქტი, რომ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია, დაყოფა და დაპირისპირება. „ქართული ოცნება“ გთავაზობთ დიქტატურის დამყარებას, რადგან ამბობენ, რომ გააუქმებენ თავისუფალ მედიას, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ამის ნათელი დასტურია სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება, რომელიც ნათლად ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია დიქტატურის დამყარების გზა. ჩვენ ამის საპირისპიროდ გთავაზობთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადაც სასამართლო იცავს ადამიანის უფლებებს, სადაც არავინ არ დგას ვინმეს ზემოთ და მაღლა.

„ქართული ოცნება“ გთავაზობთ იზოლაციას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო დაბლოკვას. ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას, ევროკავშირის პასპორტს, რომელიც არის ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში, გთავაზობთ უვიზო მიმოსვლას აშშ-ში. „ქართული ოცნება“ გთავაზობთ დასავლური ინვესტიციების შეჩერებას და ფაქტია, რომ ბევრი ინვესტიცია გაჩერდა საქართველოში. ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე ავამოქმედებთ 14-მილიარდიანი აღმშენებლობის ფონდს საქართველოსთვის. ეს არის ევროპული და ამერიკული ფონდები, რომლებასც მოვიზიდავთ, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.

„ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ კარგად ცხოვრობთ და ეს დაბალი ხელფასები და უმუშევრობა, რომელიც არის, გეუბნებათ, რომ სრულებით ნორმალურია, რომ 300, 400, 500-ლარიანი სამსახური სრულიად საკმარისია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3 500 ლარი სწორედ იმ 14 მილიარდით და სხვა ინვესტიციებით, რასაც მოვიზიდავთ წარმოების განვითარებით სოფლის მეურნეობაში, მილიარდიანი სუბსიდიით, რომელიც ევროპიდან წამოვა.

3 500 ლარი იქნება საშუალო ხელფასი და მინიმალური ხელფასი იქნება 1 500 ლარი. აი, ეს არის იმის ნაწილი, რა არჩევანის წინაშე დგახართ 26 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკაზე იზოლაციაში, რადგან ჩევნი არჩევანი არის განვითარება, ჩევნ გვინდა მეტი წინსვლა, ევროპაში შესვლა, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, გვინდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და, მით უმეტეს, არ გვინდა დიქტატურა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა