ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

ნახვები: 509 უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.

როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იტყობინება, მის გადადგომას 240-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, 2016-2021 წლებში იყო თურქეთში უკრაინის ელჩი.

5 სექტემბრის სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას. წინა დღით გამართული კენჭისყრისას ვერეშჩუკის გადაყენების ინიციატივამ საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ დააგროვა.

მანამდე, ერთი დღით ადრე უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, რუსლან სტრელეცისა და მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის გადადგომას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა