ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს

ნახვები: 511 მედია - ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცლებს.

გამოცემის ცნობით, ბერლინში აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვიზიტით ზელენსკის სურს ნათლად გამოკვეთოს არსებული ვითარების სერიოზულობა. გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს სურს, მოითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება ქვეყნის არმიისთვის, განსაკუთრებით შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა, რომელიც „რამშტაინის“ ფორმატის სახელითაა ცნობილი, 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამავე სახელწოდების საავიაციო ბაზაზე გაიმართება. ეს არის ამ ფორმატის პირველი შეხვედრა 13 ივნისის შემდეგ, რომელზედაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზები განიხილეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა