ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ინტერვენციამ დონბასში რუსეთის შეტევა ვერ შეაკავა

ნახვები: 529 ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ინტერვენციამ დონბასში რუსეთის შეტევა ვერ შეაკავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ძალების ინტერვენციამ დონბასში რუსეთის შეტევა ვერ შეაკავა. ამის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის იძულება, აფორიაქება, ჯარების ერთი მონაკვეთიდან მეორეზე გადასროლა საკვანძო მიმართულებით არმიის შეჩერების მიზნით, უპირველესად კი დონბასში. პუტინის მტკიცებით, მოწინააღმდეგეს ეს არ გამოუვიდა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა დაასტაბილურეს სიტუაცია და დაიწყეს მტრის თანდათან განდევნა სასაზღვრო ტერიტორიებიდან. მეორე და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი შეტევის შესაკავებლად არანაირი მოქმედებები არ ხდება. პირიქით, სასაზღვრო რაიონებში თავისი საკმაოდ დიდი და არც თუ ისე ცუდად მომზადებული დანაყოფების გადასროლით, მოწინააღმდეგემ შეასუსტა საკუთარი თავი საკვანძო მიმართულებებზე, ჩვენმა ჯარებმა კი დააჩქარეს შეტევითი ოპერაციები. დიდი ხანია, ტერიტორიულად ასეთი შენაძენი არ ყოფილა“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ამოცანას რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევა და პანიკის დათესვა წარმოადგენდა, თუმცა, მისივე მტკიცებით, მოხდა პირიქით, უკრაინელების მოქმედებებმა რუსეთის საზოგადოების კონსოლიდაცია გამოიწვია. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა კურსკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის განდევნას ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის „წმინდა ვალი“ უწოდა.

ცნობისთვის, რომ უკრაინის ძალების კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოდან აწარმოებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა