ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ალეკო ელისაშვილი - ბოიკოტი გაუგებარ საკითხს კი არ გამოვუცხადე, არამედ იმ პარლამენტს, სადაც უმრავლესობაში რუსული აგენტურაა

ნახვები: 500 ალეკო ელისაშვილი - ბოიკოტი გაუგებარ საკითხს კი არ გამოვუცხადე, არამედ იმ პარლამენტს, სადაც უმრავლესობაში რუსული აგენტურაა

პირადად მე ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი ვარ, მაგრამ ბოიკოტი გაუგებარ საკითხს კი არ გამოვუცხადე, ბოიკოტს ვუცხადებ იმ პარლამენტს, სადაც უმრავლესობაში ღიად რუსული აგენტურაა, რომლებიც რუსებს და რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ გაკოტრებული წინასაარჩევნო კამპანია აქვს.

„ლგბტ პროპაგანდის საკითხს რაც შეეხება, ესაა ის თემა, რომლის აქტუალიზება და წამოწევა „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, ამაზე სურდა თავისი საარჩევნო კამპანიის დაფუძნება, მაგრამ ეს თემა წყალში ჩაუვარდათ, ისევე როგორც ეკლესიასთან დაკავშირებული თემა. ვხედავთ, როგორი გაკოტრებული საარჩევნო კამპანია აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს ლგბტ პროპაგანდის ამბავიც ამ გაკოტრებული კამპანიის ჩავარდნილი ელემენტია. არ მაინტერესებს, ეს კანონი განწირული კანონია, ეს ძალისხმევა არის „ქართული ოცნების“ განწირული ძალისხმევა, ამიტომ არ მაინტერესებს, ვის რა რეაქცია ექნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა