ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

აშშ რუსულ RT-ს, Sputnik-ს და მარგარიტა სიმონიანს სანქციებს უწესებს

ნახვები: 490 აშშ რუსულ RT-ს, Sputnik-ს და მარგარიტა სიმონიანს სანქციებს უწესებს

აშშ-მა რუსული მედიაჯგუფი Rossiya Segodnya და მისი შვილობილი კომპანიები RT, Sputnik-ი, RIA Novosti, TV-Novosti და Ruptly, ასევე ათამდე ფიზიკური პირი, მათ შორის RT-ის აღმასრულებელი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სანქციების მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები გახდა.

“რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აქტორები დიდი ხანია იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ე.წ. deep fake-ები და დეზინფორმაცია, რათა შეარყიონ ნდობა შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ”, - აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

RT რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიაგამოცემაა, რომელმაც საერთაშორისო მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის დასაწყისში, RT-მ დაიწყო ამერიკელი ინფლუენსერების დაქირავება, რათა გავლენა მოეხდინა მიმდინარე წლის საარჩევნო პროცესზე. „RT იყენებდა გარე კომპანიას, რათა თავისი და რუსეთის მთავრობის ჩარევა შეენიღბა”, - წერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი. 

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა