ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი ზარქუა - მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ - რჩევა მაქვს: ფხიზელი დადგეს!

ნახვები: 534 ირაკლი ზარქუა - მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ - რჩევა მაქვს: ფხიზელი დადგეს!

მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ - თვითონ ხაზარაძის პარტიასაც არ აქვს შანსი, "მკვდარი მკვდარს აეკიდაო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს უავტორიტეტო პრეზიდენტები ჰყავდა.

„მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ. თვითონ ხაზარაძის პარტიას 4%, თუ 3% აქვს და იმას არ აქვს შანსი. პირიქით, „მკვდარი მკვდარს აეკიდაო". რა შანსი უნდა ჰქონდეს?! უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ხალხს ძალით ავარჩევინეთ. რატომ? იმიტომ, რომ იმ მოცემულობაში სიტუაციას ასე სჭირდებოდა. ახლა თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა სარგებელი უნდა მოიტანოს? არაფერი. აგროვებენ, როგორც ბაქრაძემ თქვა, „ნახმარ სახეებს", ჩვენებურად რომ ვთქვათ, ცნობად სახეებს და იქნებ მერე რაღაცა მიტინგებზე გამოიყვანონ.

რჩევა მაქვს - ფხიზელი დადგეს. მეტი რა სხვა რესურსი აქვთ ამათ? როგორ შეიძლება უთავმოყვარეოები, უსამშობლოები, საზოგადოებისგან ყველანაირად გარიყული კოალიციით რა უნდა გამოუვიდეთ? არაფერი“, - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა