ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

რომან გოცირიძე - პრემიერის განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, პირდაპირი მუქარაა

ნახვები: 527 რომან გოცირიძე - პრემიერის განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, პირდაპირი მუქარაა

კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, "გლობალური ომის პარტია", ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ "დუშკაბინით" და დაჯავშნილი შუშით - ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია, რომ „შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერები დაზიანდნენ“, ოპოზიციისადმი პირდაპირი მუქარაა.

„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც ზოგადად, „გლობალური ომის პარტიას" უწოდებენ, აპირებენ ბიძინა ივანიშვილის მოკვლას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არ დაფრინავს ვერტმფრენით, ვინაიდან, საფრთხე ემუქრება მას. კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა. რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, „გლობალური ომის პარტია", ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ „დუშკაბინით“ და დაჯავშნილი შუშით და შემდეგ დააქვს პერსონალური უნიტაზი. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა და აბსურდულიც არის და კომიკური. მაგრამ განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, ეს არის პირდაპირი მუქარა ოპოზიციისადმი, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ ან რაღაცას მოგიწყობთ და მერე ეს ყველაფერი დაბრალდება "გლობალური ომის პარტიას“.

გასამართლდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღალატობს ქვეყანას და კონსტიტუციის, ვინაიდან უკვე აუტანელი ხდება ის განცხადებები, რაც ჩვენ "ქართული ოცნების მხრიდან გვესმის," - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

„ვიღებთ განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით," - აღნიშნა მან.

ოპოზიციასთან დაკავშირებით კი მან თქვა: "თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც, რაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული - ამგვარი მცდელობა მთელი სიმკაცრით დაისჯება!"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა