ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ბენი განცი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს

ნახვები: 500 ბენი განცი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს

პარტია „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს.

„პრემიერ-მინისტრმა არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს სახლში, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ დააბრუნებს ჩრდილოეთის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში და ვერ შეაჩერებს ირანს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი“, – განაცხადა განცმა.

ყოფილმა ყოფილმა სამხედრო მეთაურმა აღნიშნა, რომ ომის კაბინეტში ყოფნისას, ნეთანიაჰუ მუდმივად აფერხებდა მძევლების გათავისუფლების მცდელობებს. განცმა ასევე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის საბრძოლო გეგმები.

განცმა გადაჭარბებული უწოდა ე.წ. ფილადელფის დერეფანთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს განცხადებას, სადაც ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვა ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის ისრაელს.

„ფილადელფის დერეფანი ოპერაციული გამოწვევაა, მაგრამ არა – ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა განცმა და ხაზი გაუსვა, რომ რეალური ეგზისტენციალური საფრთხე მოდის ირანიდან და მისი მოკავშირეებისგან.

ამასთან, განცმა კიდეც ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა