ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

კამალა ჰარისი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო

ნახვები: 506 კამალა ჰარისი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მძევლები სახლში და დავასრულოთ ტანჯვა ღაზაში“, – წერს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურ ქსელში.

ჰარისმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ის და ჯო ბაიდენი ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც მონაწილეობენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე.

„ჰერშ გოლდბერგ-პოლინისა და კიდევ ხუთი მძევლის მკვლელობა იყო სასტიკი, ბარბაროსული აქტი, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებმა ჩაიდინეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, „ჰამასის“ ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ“, – დასძინა კამალა ჰარისმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა