ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

კურტ ვოლკერი - აშშ-სთვის გლობალური ომის პარტიის წოდება აბსურდია - რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია

ნახვები: 525 კურტ ვოლკერი - აშშ-სთვის გლობალური ომის პარტიის წოდება აბსურდია - რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია

ქართველების გადასაწყვეტია, ვის აირჩევენ თავიან ლიდერებად, ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიონ თავიანთი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის - 2024- გადამწყვეტი წელი - გახსნისას განაცხადა.

„ჩვენ აქ ვართ საინტერესო დროს. ჩვენ აქ ვართ იმ დროს, როდესაც საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება, სიტუაცია არის ძალიან პოლარიზებული და ძალიან პოლიტიზირებული. ასევე საგრძნობია გაურკვევლობა არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლკერმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხს გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ლიდერებად.

„მოვუსმენთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მზარდი საფრთხისა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიოს თავისი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ნათელია ისიც, რომ მიზეზი რატომაც გამოირჩეოდა საქართველო მრავალი ადამიანისთვის აშშ-ში, ევროპასა და სხვაგან, არის ის, რომ ქართველი ხალხი არის ასეთი პრო-დასავლური, პროევროპული, პროამერიკული, პროდემოკრატიული. ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი მომავალი დასავლეთთანაა. საქართველოს ლიდერებმა უნდა ასახონ თავიანთი ხალხის მიზნები და მისწრაფებები“, - აღნიშნა ვოლკერმა.

მისი თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

„ტერმინი გლობალური ომის პარტია, რომელიც გვესმის და ბოლო დროს გამოიყენება. საკმაოდ განსაცვიფრებლად მიმაჩნია, რომ ის აშშ-სთან მიმართებაში ვრცელდება. არავის სურს, რომ ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო უკრაინაში, გავრცელდეს. აშშ-ს არ სურს, საქართველოს ომში ჩათრევა, არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა - ეს სრული სისულელეა. აბსურდია ჩვენთვის გლობალური ომის პარტიის წოდება. რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, სწორედ რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და არა შეერთებული შტატების ძალებს“, - აღნიშნა ვოლკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა