ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ეკა გიგაური - ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს, რადგან 1 პროცენტიც არ არის, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირდება

ნახვები: 550 ეკა გიგაური - ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს, რადგან 1 პროცენტიც არ არის, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირდება

ვფიქრობ, ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს იმის გამო, რომ 1 პროცენტიც არ არის, ვინც რეესტრში რეგისტრირდება - ვიცით, რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი არჩევნებზე დაკვირვებაა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე სექტორი რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.

"როგორც ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არ აპირებს რეგისტრაციას. ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის დღეს უკვე ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა