ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი სანქციები დააწესა

ნახვები: 493 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კოლაბორანტებს, ასევე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს მე ხელი მოვაწერე რამდენიმე სასანქციო გადაწყვეტილებას – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციებს. საუბარია თითქმის 150 სუბიექტზე – იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ. ასევე, სანქციების კიდევ ერთი პაკეტი კოლაბორანტების წინააღმდეგაა, მათ წინააღმდეგ, ვინც აირჩია ბოროტებისთვის, ომისთვის მუშაობა. უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანაა, გააკეთონ ყველაფერი, რომ უკრაინული სანქციები სინქრონიზებული იყოს მსოფლიოს სანქციებთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულებები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა