ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ მისი პარტია 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს

ნახვები: 508 ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ მისი პარტია 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ მისი პარტია 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ შოლცმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ოლაფ შოლცის თქმით, „მოსწონს კანცლერად ყოფნა“ და მისი მიზანია, რომ „სოციალ-დემოკრატიული პარტია იყოს, რაც შეიძლება ძლიერი და მომავალ მთავრობას სათავეში ჩაუდგეს“.

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი გამოკითხვები არ განსაზღვრავს ბუნდესტაგის მომავალი არჩევნების შედეგებს.

„პოლიტიკური ლანდშაფტი აქ ძალიან ცვალებადია. დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, გერმანიის საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. ამჟამად გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ სარგებლობს, რომლისთვისაც ხმის მიცემას გერმანელთა 30%-ზე მეტი აპირებს. მოქმედი სამთავრობო კოალიციის პარტიები: შოლცის „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ამ შედეგს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა