ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, „რატომ არ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასტიგმატიზირებელი“

ნახვები: 514 იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, „რატომ არ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასტიგმატიზირებელი“

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასტიგმატიზირებელი. ძამაშვილის განცხადებით, დაინტერესებული პირი რეესტრში გადამოწმების დროს, ორგანიზაციის მხოლოდ უცხოურ დაფინანსებას არ ნახავს.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ სახელდება ცალკე აღებული, თუნდაც, რამე ნიშნით მასტიგმატიზირებელია. გუშინ, სხვათა შორის, სასამართლოს მხრიდან წამოვიდა ძალიან საინტერესო შეფასება და ამაზეც ვიტყვი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ, 20 ან 25% უცხოური დაფინანსება რა იქნება, არამედ, მთლიანად. დაინტერესებული პირი როცა რეესტრში შევა, იქ ნახავს, რომ ეს ორგანიზაცია 20%-ით უცხოეთიდან ფინანსდება და 80%-ით საქართველოდან, ცალკე აღებული ობიექტი ინფორმაციას ნახულობს, ანუ რატომ შეიძლება ეს მასტიგმატიზირებელი იყოს, როდესაც ვნახულობ, რომ დაფინანსება უცხოეთიდანაც მიღებული აქვს და საქართველოდანაც, ან როგორ შეიძლება ამის აღმასრულებელი რეესტრი იყოს მასტიგმატიზირებელი. რეესტრი ჩაკეტილი რომ ყოფილიყო, უბრალოდ 20%-ს ჩვენ დავადგენდით და ადამიანი ვერ გაიგებდა, რეალურად ეს ადამიანი რას საქმიანობს, დაფინანსება რამდენი მიიღო, ქართული დაფინანსებაც აქვს თუ არა, აქ შეიძლებოდა რაღაც კითხვები ყოფილიყო, მაგრამ ეს სრული სურათის წარმოჩენაა იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად ვინ, რას იღებს“, - განაცხადა ძამაშვილმა.

მას ერთ-ერთი მოსამართლე ჩაეკითხა, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი, ის არ დაინტერესდება და რეესტრში არ ნახავს ამა თუ იმ ორგანიზაციის დაფინანსებას, რასაც ძამაშვილმა უპასუხა, რომ „თუ არ შევა, ვერსაიდან გაიგებდა, ესა თუ ის ორგანიზაცია არის თუ არა, იმ სტატუსის მატარებელი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა