ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯოზეფ ბორელი - თუ უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ, მათ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ და კურსკის ოპერაცია ამის კარგი მაგალითია

ნახვები: 499 ჯოზეფ ბორელი - თუ უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ, მათ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ და კურსკის ოპერაცია ამის კარგი მაგალითია

უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჯარისკაცების წვრთნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია (EUMAM Ukraine). მიზანი გაწვრთნილი 60 000-მდე ჯარისკაცია, ჩვენ ამ მიზანს გავზრდით - რამდენით - ამას დღის ბოლოს გეტყვით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

„დღეს, თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მაგიდაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისადმი. ამ მხარდაჭერის ფარგლებში ჯარისკაცების მომზადება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია (EUMAM Ukraine). მიზანი გაწვრთნილი 60 000-მდე ჯარისკაცია, ჩვენ ამ მიზანს გავზრდით - რამდენით - ამას დღის ბოლოს გეტყვით, მაგრამ ეს არის ყველაზე წარმატებული საწვრთნელი მისია, რაც კი ევროკავშირს ოდესმე შესრულებულა. 60 000 – და შესაძლოა მეტი – ჯარისკაცის მომზადება შესანიშნავია. ბევრმა ქვეყანამ შეიტანა წვლილი ამაში“, - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, უკრაინელებს ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით იბრძოლონ. „ცხადია, რომ თუ უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ, მათ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ. კურსკის ოპერაცია ამის კარგი მაგალითია. ეს არის გაბედული სტრატეგიული ქმედება, წარმატებული, რომელიც აჩვენებს, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ისინი მზად არიან გააგრძელონ ბრძოლა იმდენად, რამდენადაც ჩვენი მატერიალური მხარდაჭერა ექნებათ“, - აღნიშნა ბორელმა. მან დაადასტურა, რომ უკრაინა უკვე იყენებს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს. „F-16-ები უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმების შესაჩერებლად გამოიყენება. გასულ ორშაბათს კიევის, უკრაინის ელექტროსისტემის წინააღმდეგ 300 რაკეტა და დრონი გაუშვეს. ცხადია, პუტინს სურს, მომავალ ზამთარში უკრაინა სიბნელეში და სიცივეში ჩაძიროს“, - აღნიშნა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა