ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გია ვოლსკი - სასამართლოში პარლამენტიდან კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია წარმოდგენილი, რომელიც სწორ პოზიციას იცავს

ნახვები: 523 გია ვოლსკი - სასამართლოში პარლამენტიდან კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია წარმოდგენილი, რომელიც სწორ პოზიციას იცავს

კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვაში მმართველი გუნდის დეპუტატები.

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩაითვლება, დეპუტატები სხდომას დაესწრებიან.

“ვფიქრობ, როდესაც ასეთი სუსტი პოზიცია გაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თუ ზოგადად, სხვა მიზეზი უნდა ეძებო, რომელიმე ადამიანი თუ დეპუტატი რატომ არ ესწრება. ვინც მონაწილეობს, საკმაოდ მაღალი კომპეტენციისაა და თუ საჭიროდ ჩათვლიან, დეპუტატიც დაესწრება. მაგრამ კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს. მითუმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს. მე-11 მუხლი არის საკონსტიტუციო ფორმულირება, რომელიც თითქოსდა დარღვეული იყო იმის გამო, რომ “რუსულ კანონს” ვიღებთ. აბსურდია საუბარი იმაზე, რომ თანასწორობის რაღაც პრინციპი ირღვევა. ზოგადად აბსურდია შეტანილი სარჩელი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს საგარეო კურსს ცვლის. მე ვფიქრობ და ბევრი ფიქრობს ასე, რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ველზე შემოთრევის გააფთრებული მცდელობა. მითუმეტეს, თუ მოვუსმენთ განცხადებებს, რომელსაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები აკეთებენ. ესენი პოლიტიკური განცხადებებია. აი, სააკაშვილს რომ სჩვევია - იმის მაგივრად, რომ თავის დანაშაულთან დაკავშირებით გასცეს პასუხები, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. იგივე თემაა დღეს რასაც საკონსტიტუციოში თვალყურს ვადევნებთ. მე-11 მუხლის მოხსნა, როგორც ერთ-ერთი სარჩელისა, ამის მაუწყებელია, რომ აბსურდია ამტკიცო, რომ გამჭვირვალობა არის ანტიდასავლური პრინციპის მქონე კანონი”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა