ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თინა ბოკუჩავა - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს

ნახვები: 508 თინა ბოკუჩავა - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სარწმუნოების, ეკლესიის გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს.

„ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, მათ შორის თავად ეკლესიის პოზიციაც. როგორც მე მოვისმინე, მათთვისაც ამგვარი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია. ჩემი აზრით, არის მორიგი მცდელობა [ხელისუფლების მხრიდან] ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილს ვერასდროს ექნება. მას ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს გამოყენება, რაც უძვირფასესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ამ წუთებში, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები არიან შეკრებილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა