ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

მამუკა ხაზარაძე - ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო „რუსული მთავრობის“ წნეხისგან

29.08.2024 ნახვები: 479

ამ ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო „რუსული მთავრობის“ წნეხისგან - ეს არის მათთვის ტესტი - დადგება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, რომელმაც აპრილის აქციებზე უპრეცედენტო ერთობა აჩვენა, თუ დადგება აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე „უხეირო დიქტატორის“ მხარეს! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა არაერთი საერთაშორისო დახმარებების თუ პროექტების შეჩერება.

„საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს სარჩელს რომლითაც ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოვითხოვთ „რუსული კანონის“ შეჩერებას, რომელსაც შედეგად უკვე მოჰყვა არაერთი გაჩერებული საერთაშორისო დახმარება თუ პროექტი, რაზეც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობა, განათლება და მომავალი იყო დამოკიდებული!

ამ ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო „რუსული მთავრობის“ წნეხისგან - ეს არის მათთვის ტესტი - დადგება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, რომელმაც აპრილის აქციებზე უპრეცედენტო ერთობა აჩვენა, თუ დადგება აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე „უხეირო დიქტატორის“ მხარეს!

ტრაგედიაა საკითხი ასე რომ დგას, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მმართველი რუსული ძალის ნამდვილ სახეს და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით მივალთ 26 ოქტომბრამდე, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ის!

ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა - საბოლოო სიტყვას მაინც ქართველი ხალხი იტყვის!

აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ხელისუფლებისაგან, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვლით მას ხელისუფლებით, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება. ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა