ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები“ მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია

ნახვები: 523 იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები“ მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია

ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია - როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის, ეს დავა პერსპექტიული არ იქნება“.

„ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები” მოიგებენ იმიტომ რომ მსაჯი მათია. შესაბამისად, როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს. საბოლოო ჯამში, ის ანგარიში დაიწერება, რაც მსაჯს უნდა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის და არც შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, მაინც და მაინც ეს დავა პერსპექტიული არ მეჩვენება, თუმცა ვნახოთ, რა იცით რა ხდება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, მისი აზრით, კოლეგიაში იქნება თუ არა ისეთი მოსამართლე, რომელიც სხვა მოსამართლეებისგან საპირისპირო გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ალბათ, იქნებიან ასეთი მოსამართლეებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის.

„ალბათ, იქნებიან ასეთი მოსამართლეებიც ამ კოლეგიაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის. ჩემი აზრით, ცხოვრება ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა