ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ანა ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართულით

ნახვები: 392 ანა ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართულით

საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართული კანონით, ანუ საქართველოს კონსტიტუციით - მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ,- ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჩანიშნულ სასამართლო სხდომას.

მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მიაჩნია, რომ ქართველი ხალხი მთავარი მსაჯული იქნება, რომელიც მისივე განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თავის სათქმელს იტყვის.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართული კანონით, ანუ საქართველოს კონსტიტუციით? ჩვენ აქ საქართველოს კონსტიტუციის დამცველ მხარეს წარმოვადგენთ. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანამ ქართული კონსტიტუციით უნდა იცხოვროს და არა რუსული კანონით! ჩვენ იმ დაკვეთის ირგვლივ ვართ გაერთიანებული, რომელიც ათი ათასობით მოქალაქემ დაგვიკვეთა, როცა ისინი თვეების განმავლობაში „რუსულ კანონსა“ და საქართველოსთვის ევროპული გზის ჩაკეტვას აპროტესტებდნენ.

დღეს აქ ყველანი ერთად ვიქნებით - სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, ამავე დროს, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სამართლის მეცნიერებიც არიან იმ მხარეს, რომელსაც სასამართლოში დღეს ჩვენ წარმოვადგენთ. „ქართული ოცნება“ არის მარტო „რუსულ კანონთან“, ჩვენ სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, რომ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება შეჩერდეს ამ „რუსული კანონის“ მოქმედება, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღეში მისი დრაკონული ეფექტები ამოქმედება, თუ კანონი შეჩერებული არ იქნება და ეს საფრთხეა არამარტო მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, რადგან „რუსულმა კანონმა“ საქართველოსთვის ევროპის კარი ჩაკეტა. საბოლოოდ მე მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ მთავარი მსაჯული ქართველი ხალხი იქნება, რომლებიც 26 ოქტომბერს, „რუსულ კანონსა“ და რუსეთის მსახურ ხელისუფლებას წარსულში დატოვებენ.

მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ. წნეხი ყოველთვის არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, რომ საკუთარ ცდუნებებზე და შიშებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესებს აყენებენ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა