ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

პაატა იმნაძე: „ზრდა აღარ გვაქვს“

ნახვები: 554 პაატა იმნაძე: „ზრდა აღარ გვაქვს“

ტრავერსზე ვართ, იქ ვართ ზემოთ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, იმ პირობებშიც კი როდესაც საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო, თუმცა ამაზე მეტ დატვირთვას ის ვეღარ გაუძლებდა.

„ნებისმიერი შეზღუდვა ორი კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ზრდა აღარ გვაქვს. მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტად გაფართოვებისა, ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე გავრცელებით 100 ათას მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ ამ ყველაფერს გაუძლო, თუმცა მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან იყო გაცილებით უარესი პროგნოზები, ამიტომაც დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებული გვაქვს,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა