ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

პეტრე ცისკარიშვილი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება

ნახვები: 505 პეტრე ცისკარიშვილი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება, - შესაბამისი განცხადებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „პოლიტიკოს“ სტატიას ეხმაურება.

 

ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა: „იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში“.

 

„ოცნების“ განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული კანონი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ეხმაურება იმ არჩევანსაც, რა არჩევანის წინაშეც ჩვენი ამომრჩევლები დგანან 26 ოქტომბერს. რას ვირჩევთ ჩვენ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

 

მეტსაც გეტყვით: თუ პიტერ სტანოს [Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი] განცხადების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ “ოცნების" ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის, რასაც მივაღწიეთ დღემდე: კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, საქართველო ამ ნაწილშიც უკან დაიხევს და ესეც არ იქნება - ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რაც აუცილებლად დადგება, თუ "ოცნების" ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

ცნობისთვის, Politico-მ სტატია გამოაქვყნა სახელწოდებით, „ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, ოპოზიციური პარტიები არ აკრძალოს“.

როგორ Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განუცხადა, „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა