ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯონ კირბი - აშშ მზად არის, ირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი დაიცვას

ნახვები: 520 ჯონ კირბი - აშშ მზად არის, ირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი დაიცვას

აშშ მზად არის, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში დაიცვას ისრაელი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ ისრაელის ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რთულია თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება, თუმცა თეთრი სახლი სერიოზულად აღიქვამს ირანის რიტორიკას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს“, – აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, ირანის მიმართ აშშ-ის გზავნილები თანმიმდევრულია და მომავალშიც ასე იქნება.

„პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. არ არსებობს მიზეზი ესკალაციისთვის. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი; ხოლო მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით, დავიცვათ ისრაელი, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა