ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

პრეზიდენტი - 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი

ნახვები: 504 პრეზიდენტი - 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი

26 ოქტომბერი ეს არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის განკარგულებას მოაწერა ხელი.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე საზოგადოებას მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით თავის სათქმელს იტყვის.

„ეს არჩევნები არც ერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არ არის ცალ-ცალკე. ასეთია მოცემულობა. პარტიებს არც დრო და არც პირობები არ ჰყოფნის იმისთვის, რომ თავისუფლად მოემზადონ და თავისუფლად გაიმარჯვონ. დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების (სანამ კიდევ გველოდებიან), თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ერთ წელიწადში შეიცვალოს კლანური მოცემულობა სასამართლოში, საარჩევნო გარემოს დავუბრუნოთ კონკურენტუნარიანობა, ამ დროს მთავრობა შეუდგება მთავარს - პარტნიორებთან ნდობისა და საერთო პროექტების აღდგენას და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პერსპექტივების დაბრუნებას. ეს არის ერთადერთი გეგმა, რეალური და შესრულებადი, რაც უნდა შევძლოთ ერთ წელიწადში, რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე.

მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დროა შემართების და იმის, რომ არჩევნებზე წავიდეთ. იმედის დაკარგვა - ეს არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების მანძილზე ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციიდან წასულთა მიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის მერე და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერ-მინისტრისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი - შეუგუებლობაა.

უმძიმესი დღეები ედგა საქართველოს, თუმცა, უიმედობას არ გაუმარჯვია, პირიქით - როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, საოცარი რწმენა მომავლისა არის ჩვენი საიდუმლო. ეს მათქმევინებს დღეს, რომ მჯერა და მწამს, რომ არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში, ეს იქნება ჩვენს დიასპორაში თუ აქ, ამ ქვეყანაში.

26 ოქტომბერი ეს არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას. აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს ვერც ფსევდო პრო-ევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა