ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლაშა ბაქრაძე - ვფიქრობ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისთვის“ რუსეთთან კარგი ურთიერთობის სიმბოლო და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ ეს მართლაც დიდი მეფე

ნახვები: 476 ლაშა ბაქრაძე - ვფიქრობ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისთვის“ რუსეთთან კარგი ურთიერთობის სიმბოლო და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ ეს მართლაც დიდი მეფე

ვფიქრობ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისათვის“ რუსეთთან კარგი ურთიერეთობის სიმბოლო და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ საქართველოს ეს მართლაც დიდი მეფე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლაშა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაშა ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი.

„არაფერი არ არის ამაში არასწორი, უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პროპაგანდისტური ტრიუკია, რათა ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის გული მოიგონ, თორემ არაფერი ამაში არ არის, დგას მშვენივრად თელავში. ვფიქრობ, მართლაც რომ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისთვის“ სიმბოლო რუსეთთან კარგი ურთიერთობის და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ ეს მართლაც დიდი მეფე საქართველოსი“, – აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა