ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

27.08.2024 ნახვები: 443

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. „როიტერის“ ცნობით, ჯო ბაიდენს 5 ნოემბრის არჩევნების წინ ჩინეთთან დაძაბულობის შემცირება სურს.

ჯეიკ სალივანი 27-29 აგვისტოს განმავლობაში ჩინელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვონ ის. ბაიდენს ასევე სურს მოლაპარაკებების გაფართოება სამხედრო სფეროში, რითიც ვაშინგტონი იმედოვნებს კონფლიქტის პრევენციას ისეთ საკითხში, როგორიცაა ტაივანის სრუტე.

დღის წესრიგში ასევე დგას ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მიღწევა და ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილის“ წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, აშშ-ს სურს, ჩინეთმა მიიღოს პრევენციული ზომები ისეთი ქიმიკატების შემუშავებისას, რომლებიც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილის“ დასამზადებლად გამოიყენება.

„როიტერის“ ცნობით, სალივანთან მოლაპარაკებების დროს პეკინი აპირებს, უკმაყოფილება გამოხატოს სამრეწველო პროდუქტებზე ამერიკის მიერ დაწესებულ ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მიკროჩიპების მწარმოებლების წინააღმდეგ და ასევე გამოთქვას პრეტენზიები ტაივანთან დაკავშირებით.

ქვეყნებს განსხვავებული ხედვა აქვთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ღაზის ომთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეხვედრაზე ასევე, შესაძლოა, წამოაყენონ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის პირისპირ შეხვედრის საკითხიც, რომელიც, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, პერუში ან ბრაზილიაში შეიძლება გაიმართოს, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი და დიდი ოცეულის სამიტია დაგეგმილი.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის დონეზე პეკინში ახლანდელი ვიზიტი 2016 წლის შემდეგ პირველი  იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა