ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სერგო ჩიხლაძე - ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კალაძე შოპინგზე, რითი აფრინა ოჯახი აშშ-ში ღარიბაშვილმა და როგორ ხდება, რომ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების საკუთრებაში მოექცა ტყეები, მინდორ-ველები

ნახვები: 494 სერგო ჩიხლაძე - ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კალაძე შოპინგზე, რითი აფრინა ოჯახი აშშ-ში ღარიბაშვილმა და როგორ ხდება, რომ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების საკუთრებაში მოექცა ტყეები, მინდორ-ველები

დაფინანსების ნებისმიერი წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ, ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რაჟდენ კუპრაშვილი საუბრობს, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ და მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან.

ამასთან, როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ნებისმიერი გადარიცხვა საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს შესაბამის სტრუქტურას.

„ნებისმიერი დაფინანსების წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, რომ კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კახა კალაძე შოპინგზე დუბაიში, მილანსა და პარიზში. რა სახსრებით აფრინა საკუთარი ოჯახი ევროპაში და შემდეგ აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე, როგორ ხდება, რომ ამ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების და ა.შ. საკუთრებაში მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეები, მინდორ - ველები, ალაზნის ველები და სხვა. ამაზე გვიპასუხოს, რაც საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება გადარიცხვას და დაფინანსებას, ეს საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს, შესაბამის სტრუქტურას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. მისი შეფასებით, დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა