ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი ნადირაძე - არჩევნებზე კრემლშიც და „ქართულ ოცნებაშიც“ ერთნაირად ნერვიულობენ

ნახვები: 436 ირაკლი ნადირაძე - არჩევნებზე კრემლშიც და „ქართულ ოცნებაშიც“ ერთნაირად ნერვიულობენ

კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს, ამიტომ შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებენ.

ნადირაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე კრემლშიც და „ქართულ ოცნებაშიც“ ერთნაირად ნერვიულობენ.

„ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და კრემლში ერთნაირად ნერვიულობენ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს. ამიტომ შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის, ვნახეთ, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, რომელიც რუსულ მედიაარხებზე მთავარი მოქმედი პირი გახდა, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთი-ერთზე სხედან ერთსა და იმავე პროპაგანდაზე და კრემლი ღიად გულშემატკივრობს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ არჩევნებში გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომელსაც აღარ უნდა რუსულ ჭაობში ცხოვრება, რომელსაც უნდა უკეთესი ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ისეთი არჩევანის, რომელიც ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, უკეთესი მომავლისკენ, რათა ხალხს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ყველა ის სიკეთე, რის მისაღებადაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად ტოვებს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა